Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ხარკოვის რეგიონში წარმატების შესახებ იტყობინება, ხოლო რუსეთი - უკანდახევის შესახებ აცხადებს

უკრაინის დროშები ქალაქ ბალაკლიას ცენტრში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან. 10 სექტემბერი, 2022 წელი.
უკრაინის დროშები ქალაქ ბალაკლიას ცენტრში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან. 10 სექტემბერი, 2022 წელი.

უკრაინის არმიამ განაცხადა სრული კონტროლის შესახებ ქალაქ ბალაკლიაზე ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში და ასევე სხვა მნიშვნელოვან მიღწევებზე ამ თვის დასაწყისში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ. არმია 10 სექტემბერს Telegram-ით ავრცელებს ცნობას, რომ ბალაკლიაზე უკრაინული დროშა აღმართეს და რომ მათი ჯარები კუპიანსკში შევიდნენ.

ამ დროს უკრაინული ძალები ლისიჩანსკის გარეუბანში იმყოფებიან და ბრძოლები მიმდინარეობს ლიმანის გარეთ.

ეს განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, კონტრშეტევის დაწყებიდან პირველად განაცხადა ორი რეგიონიდან თავისი ძალების გაყვანის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა, განაცხადა, რომ მოხდება ჯარების გადაჯგუფება ბალაკლიასა და იზიუმის რაიონებიდან დონეცკის რეგიონში. კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნების მისაღწევად", რომელიც მოითხოვს "ძალისხმევის გაზრდას დონეცკის მიმართულებით".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა "კარგი გადაწყვეტილება" მიიღეს, რომ გაიქცნენ. ზელენსკიმ 10 სექტემბერს გამოაცადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის ორი ათასი კვადრატული კილომეტრი.

ხარკოვის რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა, ვიტალი გრაჩოვმა, იმ რაიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც იქამდე მათი კონტროლის ქვეშ იყო, ევაკუაციისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG