Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს დამოუკიდებელი გამოცემის რედაქტორს და უფლებადამცველ ადვოკატს


ავაზ ზეინალი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, 2017 წლის ფოტო
ავაზ ზეინალი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, 2017 წლის ფოტო

აზერბაიჯანში ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს წამყვანი დამოუკიდებელი გამოცემის რედაქტორს და უფლებადამცველ ადვოკატს, საქმეში, რომელიც ქრთამის ბრალდებას მოიცავს - რასაც ორივე ბრალდებული უარყოფს.

ბაქოს ერთ-ერთმა სასამართლომ 11 სექტემბერს გამოაქვეყნა განაჩენი გამოცემა "ხურალის" ("პარლამენტი") რედაქტორის, ავაზ ზეინალისა და უფლებადამცველი ადვოკატის, ელჩინ სადიგოვის საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების ფონია ხელისუფლების მომხრე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ცნობა, რომ ზეინალიმ ქრთამი აიღო აზერბაიჯანელი ბიზნესმენისგან - რომელსაც თავად აქვს წაყენებული ბრალდებები, მათ შორის გაფლანგვის ბრალდება - იმისთვის, რათა მის გამოცემას შეეწყვიტა კრიტიკული მასალების გამოქვეყნება ბიზნესმენის საქმეზე. სადიგოვს, რომელიც ბიზნესმენის ადვოკატია, ქრთამის საქმეში შუამავლობაში ადანაშაულებენ.

ბრალდებებს სადიგოვიც და ზეინალიც უარყოფენ, მათი ადვოკატი ამბობს, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საქმეში ჩართული ბიზნესმენი არის რასიმ მამადოვი, ბაქოს ფოლადის კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი. ის 2021 წლის თებერვალში დააპატიმრეს, მათ შორის 55 მილიონი მანათის (32 მილიონ დოლარზე მეტის) გაფლანგვის ბრალდებით. მამადოვი ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG