Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ფრანგი კინორეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი


ჟან-ლუკ გოდარი
ჟან-ლუკ გოდარი

91 წლის ასაკში საფრანგეთში გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, „ფრანგული ახალი ტალღის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი ჟან-ლუკ გოდარი. ამის შესახებ გამოცემა "ლიბერასიონი" გოდარის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება.

გოდარი ფრანგულ კინოში "ახალი ტალღის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო. მის პირველ ფილმს, "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე", რომელშიც მთავარ როლს ჟან-პოლ ბელმონდო ასრულებდა, 1950-იანი და 1960-იანი წლების კინოში ამ მიმართულების ერთგვარ მანიფესტს უწოდებენ. მის ფილმებს შორისაა "პატარა ჯარისკაცი", "შეშლილი პიერო", "კარაბინერები", "ორი ან სამი რამ, რაც მასზე ვიცი" და სხვა. თავისი ბოლო ფილმი, "სიტყვა და გამოსახულება", გოდარმა 2018 წელს გადაიღო.

გოდარის კარიერა სავსეა შედევრებითა და გაუგებრობებით, რამაც ის სიცოცხლის განმავლობაში ლეგენდად აქცია, წერს "ლიბერასიონი" გოდარის შესახებ.

2011 წელს ჟან-ლუკ გოდარი კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "ოსკარით" დაჯილდოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG