Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო თავის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების შესახებ იუწყება

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

აშშ-ის საელჩომ აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეაგირებას. მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით", - ნათქვამია საელჩოს მიერ მოწოდებულ ცნობაში.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს, რომელიც ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

​
XS
SM
MD
LG