Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოსკარზე" წარსადგენად საქართველოს კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეარჩიეს


ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს კანდიდატ ფილმად „დიდი შესვენება“ შეარჩია. ცნობა რადიო თავისუფლებას ფილმის რეჟისორმა დათა ფირცხალავამ დაუდასტურა. ის ამბობს, რომ ჯერ წინ გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ მოხარულია, რომ ჟიურიმ ხმა მის ფილმს მისცა.

„დიდი შესვენება" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ის დათა ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია.

საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ხუთი ქართული ფილმი:

  • “ატონალური გაბრწყინება” - რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე;
  • “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” - რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი;
  • “დიდი შესვენება” - რეჟისორი დათა ფირცხალავა;
  • „მოთვინიერება“ - რეჟისორი სალომე ჯაში;
  • „ოთარის სიკვდილი“ - რეჟისორი იოსებ ბლიაძე;
  • “ტყვია“ - რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.

ეროვნულ კინოცენტრში განაცხადების მიღება 2022 წლის 22 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. საქართველოს კანდიდატი ფილმი 12-წევრიანმა სპეციალური კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია.

განახლება

მოგვიანებით ეროვნულმა კინოცენტრმა კომისიის შემადგენლობა გამოაქვეყნა:

  1. ოთარ ბუბაშვილი;
  2. მინდია ესაძე;
  3. ლევან თუთბერიძე;
  4. ვლადიმერ კაჭარავა;
  5. ედმონდ მინაშვილი;
  6. ირაკლი სამსონაძე;
  7. ანა ურუშაძე;
  8. ზაზა შათირიშვილი;
  9. ნიკუშა შენგელაია;
  10. ნინო ჩიმაკაძე;
  11. მაია ჭილაშვილი;
  12. მარიამ ხაჭვანი.

დათა ფირცხალავას ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო.

XS
SM
MD
LG