Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ნენსი პელოსიმ დაგმო აზერბაიჯანის „უკანონო“ თავდასხმები


ნენსი პელოსი
ნენსი პელოსი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის „უკანონო“ სასაზღვრო თავდასხმები სომხეთზე და დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის მიმართ, იტყობინება Reuters-ი.

ერევანში პელოსიმ თქვა, რომ მის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, - თქვა პელოსიმ და დაამატა, - ეს დაიწყეს აზერბაიჯანელებმა და ეს უნდა ვაღიაროთ“.

პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენდა სომხეთს მის თავდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ვაშინგტონს სურს დაეხმაროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.

სომხეთში უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ალიანს ОДКБ-ის პასუხმა ერევნის დახმარების თხოვნაზე.

„ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა“, - უთხრა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა სომხურ ტელევიზიას.

XS
SM
MD
LG