Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში ოპოზიციური პარტია "შორის" აქტივისტებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია წამოიწყეს


18 სექტემბერს პარტია "შორის" აქტივისტებმა საპროტესტო კარვები გაშალეს პრეზიდენტისა და პარლამენტის შენობების წინ
18 სექტემბერს პარტია "შორის" აქტივისტებმა საპროტესტო კარვები გაშალეს პრეზიდენტისა და პარლამენტის შენობების წინ

მოლდოვის საპარლამენტო ოპოზიციური პარტია "შორის" აქტივისტებმა და ლიდერებმა 18 სექტემბრის შუადღით კარვები გაშალეს პრეზიდენტის და პარლამენტის შენობების წინ და უვადო აქციებით იმუქრებიან, თუ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ მაია სანდუს საწინააღმდეგო და დევნილობაში მყოფი მათი ლიდერის, ილან შორის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ილან შორმა, რომელიც რამდენიმე სკანდალური დანაშაულის, მათ შორის მოლდოვის საბანკო სისტემიდან დიდი ოდენობის თანხის დაკარგვის საქმეზეა ეჭვმიტანილი, თავის მომხრეებს ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა.

შორი და მისი მომხრეები პროტესტს უცხადებენ მოლდოვის დღევანდელ მთავრობას, რომელიც, მათი აზრით, არ აკეთებს საკმარისს მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის.

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მმართველი პარტიიდან, მიჰაი პოპოიმ პროტესტი შეაფასა, როგორც "ხალხის საჭიროებებითა და სიღარიბით პოლიტიკური სარგებლობის მიღების მცდელობა."

XS
SM
MD
LG