Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე მინიმუმ 2,63 მილიარდ დოლარს დახარჯავს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო მომავალ წელს შეინარჩუნებს ან გადააჭარბებს 2022 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დახარჯულ 2,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (2,63 მილიარდ აშშ დოლარს).

ბრიტანეთის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის მათ შორის, სავარაუდოდ, მოიცავს აღჭურვილობას, როგორიცაა მრავალფუნქციური სარაკეტო სისტემა(MLRS), ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის 20 სექტემბრის განცხადებაში.

"უკრაინის გამარჯვებები ბოლო კვირების განმავლობაში შთამაგონებელი იყო. ჩემი გზავნილი უკრაინის ხალხისთვის ასეთია: დიდი ბრიტანეთი ყველა ნაბიჯზე თქვენთან იქნება. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა", - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში მას შემდეგ, რაც კიევის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით რუსეთის სამხედრო ძალები ხარკოვის თითქმის ყველა რეგიონიდან გააძევეს.

ბრიტანეთი თანამიმდევრულად უჭერს მხარს უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით დახმარებაში.


აგვისტოს ბოლოს ბრიტანეთმა კიევს გაუგზავნა 200 თანამედროვე მოთვალთვალე დრონი, ასევე ე.წ. კამიკაძე-დრონები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, გაიგზავნა 850 ნანო-დრონი "Black Hornet -ი", რომლებიც ქალაქებსა და მცირე დასახლებებში მოწინააღმდეგის ძალების მოახლოების აღმოსაჩენადაა შექმნილი.

XS
SM
MD
LG