უკრაინის მოსახლეობის 92%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს 79%.
ამას მოწმობს საზოგადოებრივი აზრის საგანგებო გამოკითხვა, რომელიც ჩაატარეს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა.
როგორც გაზეთი „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, გამოკითხულთა 92%-ს სურს, რომ უკრაინა 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი. წინა ასეთი გამოკითხვა მაისში გაიმართა. მაშინ ევროკავშირის წევრობას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 90%-მა.
უკრაინელთა 79%-ს სურს საკუთარი ქვეყანა ნატოში იხილოს 2030 წლამდე. მაისში მათი რაოდენობა 73% იყო.
მანამდე Gazeta.ru იუწყებოდა გამოკითხვის შესახებ, რომელიც, გაზეთის თანახმად, ჩაატარა პოლიტიკური და სოციოლოგიური კვლევების რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, რომელსაც ოკუპირებულ ყირიმში უდევს ბინა. ამ გამოკითხვის თანახმად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოსახლეობის 93%-ს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს. ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილსა და ხერსონის ოლქში, თუკი გამოკითხვას ვენდობით, ამგვარ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს შესაბამისად 80% და 87%.