Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალაკტიონი: სსრკ, სიკვდილის მატარებელი


პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ შედევრზე, თავზარდამცემ 1937 წელს დაწერილ „უკანასკნელ მატარებელზე“, რომლითაც დიდი პოეტი თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს, ოლღა ოკუჯავას გამოეთხოვა. გალაკტიონის მეუღლე ტრაგიკული ბედის ქალი იყო. იგი ორჯერ დააპატიმრეს, მეორედ მოხვდა სიკვდილის ბანაკში, სადაც 1941 წელს ჩეკისტებმა ყველა სხვა პატიმართან ერთად „ფაშისტების ტყვეობისგან იხსნეს“ და დახვრიტეს. გალაკტიონს მეუღლე წერილებს აკურატულად წერდა, თვეში ორჯერ, როგორც კანონი აძლევდა ამის საშუალებას. გალაკტიონი, როგორც წესი, არ უპასუხებდა... ბოლოს უპასუხა ამ ლექსით, რომელშიც გამოჩნდა სიკვდილის მატარებლის, ცელიანი საბჭოთა კავშირის მეტაფორული სახე. გალაკტიონმა მას „გამწამებელი“ უწოდა. საბჭოთა დროში სხვა ვარიანტს არჩევდნენ: „ცხოვრების ეტლის სადარებელი...“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG