Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი "შესაბამისად" უპასუხებს უკრაინის გადაწყვეტილებას კავშირების შემცირებაზე


კუპიანსკთან ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი, უკრაინა დრონს ირანულს უწოდებს, სექტემბერი, 2022
კუპიანსკთან ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი, უკრაინა დრონს ირანულს უწოდებს, სექტემბერი, 2022

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ თეირანი "შესაბამის" პასუხს გასცემს უკრაინის გადაწყვეტილებას შეამციროს დიპლომატიური კავშირები, ირანის მხრიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდების შესახებ ცნობების გამო.

პრესმდივნის, ნასერ ქანაანის სიტყვებს ავრცელებს ოფიციალური სამთავრობო სააგენტო IRNA - რომ უკრაინამ "თავი უნდა შეიკავოს მესამე მხარეების გავლენის ქვეშ მოქცევისგან, მათი, ვინც ესწრაფვის კავშირების ნგრევას ორ ქვეყანას შორის".

უკრაინამ 23 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება ქვეყანაში ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების და ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის თაობაზე, რითიც აპროტესტებს თეირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას - რასაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფასებს "ბოროტებასთან თანამშრომლობად".

ქანაანის თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება ეფუძნება "დაუდასტურებელ ცნობებს და მომდინარეობს უცხოეთის ძალების მიერ მედიაში გავრცელებული ხმამაღალი ცნობებისგან".

ირანმა წარსულში უგულებელჰყო აშშ-ის და უკრაინის მიერ გამოთქმული ბრალდებები, რომ ის რუსეთს დრონებს აწვდის უკრაინასთან მისი ომისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG