Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ კვირაში ევროკავშირის საზღვრები გადაკვეთა რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ

რუსეთის მოქალაქე ფინეთის საზღვართან. 2022 წლის 25 სექტემბერი
რუსეთის მოქალაქე ფინეთის საზღვართან. 2022 წლის 25 სექტემბერი

რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გაზრდილია ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მაჩვენებელი.

ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგენტოს მონაცემებით, ერთ კვირაში, 19-25 სექტემბერს, ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა რუსეთის 66 000 მოქალაქე, რაც წინა ერთი კვირის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია. სააგენტოს თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა ევროკავშირში ჩადის ფინეთის და ესტონეთის სასაზღვრო პუნქტების გავლით.

ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგენტოს ინფორმაციით, ფინეთის საზღვრის გადაკვეთა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ. ოთხ დღეში ფინეთში ჩავიდა რუსეთის 30 000 მოქალაქე.

სააგენტოს თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას აქვს ბინადრობის უფლება, შენგენის ვიზა ან ორმაგი მოქალაქეობა.

21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ათეულობით ათასი მოქალაქე ცდილობს ქვეყანა დატოვოს და სახმელეთო გზებით გადავიდეს მონღოლეთის, ყაზახეთის და საქართველოს ტერიტორიებზეც.

XS
SM
MD
LG