Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სამხედროების ნათესავებმა კადიროველთა მიერ ჯარისკაცების საჯარო გაუპატიურების შესახებ განაცხადეს


კადიროვის მომხრე სპეცრაზმის მებრძოლები გროზნოში
კადიროვის მომხრე სპეცრაზმის მებრძოლები გროზნოში

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეთა დედებმა და ცოლებმა განაცხადეს, რომ მათი ნათესავები ჩეჩნეთიდან მივლენილმა სამხედროებმა გააუპატიურეს. შესაბამისი მიმართვა, რომელიც ტელეგრამის არხ "ბეტმენ დნრ-ით" გავრცელდა, მათ სეპარატისტების ლიდერს, დენის პუშილინს გაუგზავნეს.

ჩეჩენი სამართალდამცველი აბუბაქარ იანგულაევი იუწყება, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას ჩეჩნეთში შექმნილ პოლკ "სევერის" ანონიმმა წყარომაც დაუდასტურა.

წერილი ეხება დოკუჩაევსკიდან მობილიზებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. სახალხო მილიციის პირველი საარმიო კორპუსის ორ სამხედრო მოსამსახურეს. ნათესავების თქმით, ისინი ბერესტოვოეს დასახლებულ პუნქტში ჩეჩენი სამხედროების ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაუპატიურება თანამემამულე პოლიციელების თვალწინ მოხდა და მას თან ახლდა შეურაცხყოფა და მუქარა. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გვარები მიმართვაში მითითებული არ არის.

მიმართვის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ "სარდლობას არ სურს რამზან კადიროვის ქვეშევრდომებთან დაპირისპირებაში შესვლა" და მომხდარის დამალვას ცდილობს.

23 სექტემბრით დათარიღებულ მიმართვას ხელს ცხრა ადამიანი აწერს. არც ჩეჩნეთის ხელისუფლება და არც დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლება ამ მიმართვაზე კომენტარს არ აკეთებენ.

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან რუსეთის მხარეს რამდენიმე სახელობითი ჩეჩნური დანაყოფი იბრძვის.
  • 26 ივნისს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გამოაცხადა ოთხი ახალი ბატალიონის ჩამოყალიბება უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. ესენია: "ახმატი-სევერი", "ახმატი-იუგი", "ახმატი-ზაპადი"და "ახმატი-ვოსტოკი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG