Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისობის“ გამო ევროპის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება


თბილისი
თბილისი

დედაქალაქის მერიის ცნობით, „თბილისობა 2022-თან" დაკავშირებული ღონისძიებების გამო, ევროპის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება (30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე).

მერია აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე. ასევე, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ როგორც გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ასევე, გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი (გვირაბის გამოყენებით).

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.

თბილისის მერიის განცხადებით, ცვლილებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნის ნაცვლად, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N550, N580 გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

XS
SM
MD
LG