Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა იყო გაკრული

ფოტო ბათუმის მეშვიდე სკოლიდან, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა გააკრეს
ფოტო ბათუმის მეშვიდე სკოლიდან, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა გააკრეს

განათლების სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა ბათუმის მეშვიდე სკოლის დირექტორი. ეს ის სკოლაა, სადაც, სხვა ქვეყნების დროშებს შორის, გაკრული იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ე.წ. დროშა.

"კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, იყო დარღვეული... მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი და საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს", - უთხრა მედიას აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

სკოლის დირექტორმა მედიასთან არ ახსნა, როგორ მოხვდა ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი და მისი ე.წ. დროშა:

"ვერ გეტყვით ამ დროშების თაობაზე, ამ წუთას მე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

კომპანია, რომელმაც სკოლას შენობაში გამოსაფენად დროშები დაუმზადა, ამბობს, რომ დამკვეთის სურვილი იყო, გამოჩენილიყო სხვადასხვა ქვეყნის დროშები.

"რომ გითხრათ, კონკრეტული ქვეყნები მომაწოდეს, ვერ გეტყვით... მე რომ შემემჩნია, მე ამას არ დავბეჭდავდი, თუ ვინმემ შეამჩნია და არ მითხრა, ყოჩაღ მაგათ", - ამბობენ კომპანიაში.

ბათუმის მეშვიდე სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის დროშებს შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ე.წ. დროშის გაკვრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "TV25-მა" გაავრცელა.

XS
SM
MD
LG