Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ


ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ბანერი
ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ბანერი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან გამოჩნდნენ და ხნულების გავლება დაიწყეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ქმედება უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებად შეაფასა.

ს​უს-ში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - წერია სუს-ის განცხადებაში.

30 სექტემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევშიც მუშაობდნენ, სადაც ძელები ჩასვეს და მავთულხლართები გაავლეს.

კნოლევის მცხოვრებთა თქმით, ამ ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სოფლის მოსახლეობა ვეღარ გადაადგილდება და, შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ან საძოვრების დანიშნულებით გამოყენებას ვეღარ ახერხებს.

XS
SM
MD
LG