Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაბლოკეს „SoundCloud"-ის პლატფორმა


რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, რუსეთის ტერიტორიაზე, „როსკომნადზორმა“ შეზღუდა წვდომა ონლაინ პლატფორმა SoundCloud-ზე.

რუსეთის ბაზარი ჯერ კიდევ მარტში დატოვა მუსიკის სტრიმინგის სერვისმა Spotify-მ, მას მერე, რაც რუსეთის დუმამ მიიღო კანონი „ფეიკების“ შესახებ.

„სამწუხაროდ, ახლახან მიღებული კანონი დამატებით შეზღუდვებს აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლებას, დასჯადს ხდის გარკვეული ტიპის ინფორმაციის გავრცელებას. ეს კი საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამშრომლების და შესაძლოა, ჩვენი მსმენელების უსაფრთხოებას“, - განაცხადეს მაშინ კომპანიაში.

რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საიტის დაბლოკვის საფუძველი გახდა „ინფორმაციის შესახებ“ კანონის 15.3 მუხლი, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რომელიც შეიცავს მასობრივი არეულობისა და არაავტორიზებული ქმედებების, ექსტრემიზმის, აგრეთვე არასანდო სოციალურად მნიშვნელოვან მოწოდებებს.

რა გახდა ამ პლატფორმის დაბლოკვის კონკრეტული მიზეზი, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG