Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთნულდზე დაკარგული მთამსვლელები გარდაცვლილები იპოვეს


სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს, თუმცა უწყებას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, ამბავი ერთ-ერთი დაკარგული მთამსვლელის მეუღლემ გაავრცელა და დაწერა, რომ ალპინისტები 6 დღე არ დაჰკავშირებიან ოჯახის წევრებს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი და კერძო სამაშველო ვერტმფრენი.

მედიასთან საუბარში ფაქტი დაადასტურა მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაურ ჩართოლანმაც.

გავრცელებული ცნობით, მთამსვლელები ლიეტუვის მოქალაქეები არიან.

ჩვენი ინფორმაციით, ისინი მესტიაში გადაასვენეს.

XS
SM
MD
LG