Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა


გოჩა კილაძე
გოჩა კილაძე

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა კილაძემ. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. გარდაცვლილის ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო ან კვლევითი პროგრამა არ მიმდინარეობდა - დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციები და საზაფხულო სკოლები სექტემბრის ბოლოს დასრულდა. თავად გოჩა კილაძე, მისი კოლეგების თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის მუდმივად ამ ცენტრში იყო.

არქეოლოგი გოჩა კილაძე თითქმის ოცი წლის განმავლობაში იყო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, დმანისის სამეცნიერო გუნდის წევრი და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ის მონაწილეობდა დმანისის ცნობილ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც იპოვეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის თავის ქალები და სხვა პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა.

XS
SM
MD
LG