Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა ინგლისური ენის პედაგოგი ხულოს მუნიციპალიტეტიდან


როლანდ შავაძე, სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
როლანდ შავაძე, სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, გამოავლინეს საქართველოში 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. ხუთი ფინალისტიდან გამარჯვება მოიპოვა როლანდ შავაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა.

გამარჯვებულს „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს "ლიბერთი ბანკი" დააჯილდოებს.

ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. საელჩო გამარჯვებულის გამოვლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როლანდ შავაძის გარდა, ფინალისტები იყვნენ:

  • მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას” ქიმიის მასწავლებელი;
  • ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის N33-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
  • ირა ძირკვაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის, The Global Teacher Prize-ის ნაწილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG