Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხვდებიან


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

პრაღაში ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ორი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ევროკავშირში შექმნილი ენერგეტიკული და ეკონომიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ეს არის თურქეთისა და სომხეთის ლიდერთა პირველი შეხვედრა განვლილი 13 წლის განმავლობაში. ბოლოს ერთმანეთს აბდულა გული და სერჟ სარქსიანი შეხვდნენ.

დღესვე პრაღაში ფაშინიანმა ოთხმხრივ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად. ამ შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG