Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი უკრაინას ადანაშაულებს მასზე თავდასხმის მზადებაში


ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ოფიციალური მინსკი უკრაინას ადანაშაულებს ბელარუსზე თავდასხმის მზადებაში. 8 ოქტომბერს უკრაინის ელჩს ბელარუსში, იგორ კიზიმს, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასცეს დიპლომატიური ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ემზადება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ოფიციალური მინსკის ბრალდებებს „ბელარუსის რეჟიმის ინსინუაციებს“ უწოდებს.

უწყების განცხადებით, ბელარუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა არასდროს დასხმია თავს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

უკრაინამ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, „შეწყვიტოს კრემლის ახირებების შესრულება“, ბელარუსის მოსახლეობას კი მიმართა, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ბელარუსი არ მონაწილეობს და არც შემდგომში მიიღებს მონაწილეობას ომში. მისი განცხადებით, ის მხოლოდ ლტოლვილებსა და დაჭრილებს მიიღებს. თუმცა, ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გამოიყენება უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად.

როგორც რუსეთის მოკავშირეს, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ბელარუსს არაერთი სანქცია დაეკისრა აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.

XS
SM
MD
LG