Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს მიენიჭა ჰაველის სახელობის პრემია


ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვლადიმირ კარა-მურზას, მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ადამიანის უფლებების სფეროში. პრემიას ყოველწიურად გასცემს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), და პატივს მიაგებს ადამიანის უფლებების დაცვისთვის გაწეულ "გამორჩეულ" სამოქალაქო ძალისხმევას.

პრემია PACE-ს პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა გადასცა კარა-მურზას ცოლს, ევგენია კარა-მურზას საგანგებო ცერემონიაზე 10 ოქტომბერს - სტრასბურგში დღეს გაიხსნა საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია.

პრემია ატარებს ყოფილი ჩეხი დისიდენტის და დრამატურგის სახელს, რომელიც კომუნიზმის დაცემის შედეგ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.

გასულ კვირაში რუსეთში მოქმედი უფლებადამცველი ჯგუფი "მემორიალი" დასახელდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ერთ-ერთ ლაურეატად.

"მოქმედი ძალაუფლების წინააღმდეგ პოზიციაზე დგომა დღევანდელ რუსეთში უდიდეს გამბედაობას მოითხოვს. დღეს ამ გამბედაობას ბატონი კარა-მურზა გვაჩვენებს თავისი საპატიმროს საკნიდან", - თქვა კოქსმა.

41 წლის პოლიტიკოსი აპრილში დააკავეს და 15 დღით მიუსაჯეს პატიმრობა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მოგვიანებით მას წაუყენეს ბრალდება, რომ ის რუსეთის არმიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა აშშ-ის არიზონის შტატის კანონმდებლებთან საუბარში.

XS
SM
MD
LG