Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი და უნგრეთი შეთანხმდნენ რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უნგრეთის და სერბეთის ხელისუფლებებმა გააფორმეს ხელშეკრულება ნავთობსადენის აგების თაობაზე, რომლითაც სერბეთს რუსეთის ნავთობი მიეწოდება. მანამდე სერბეთი რუსეთის ნავთობს იღებდა ხორვატიის გავლით, მაგრამ ამ ნავთობსადენს მოსკოვის უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სანქციები შეეხო. ახალი ნავთობსადენი იქნება განშტოება სადენისა "დრუჟბა", რომელზეც სანქციები არ ვრცელდება.

უნგრეთის მთავრობის პრესმდივანმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ორი სახელმწიფოს ლიდერებმა - ვიქტორ ორბანმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა. კოვაჩმა აღნიშნა, რომ "დრუჟბის" ახალი განშტოება სერბეთს საშუალებას მისცემს, უფრო იაფად მოიპოვოს Urals-ის მარკის რუსული ნავთობი.

კოვაჩის აზრით, ხორვატიის გავლით ნავთობსადენ JANAF-ით მიწოდება მომავალში, ალბათ, არ განახლდება სანქციათა გამო.

XS
SM
MD
LG