ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 10 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა მდგომარეობის ცვლილების შესახებ. ამიერიდან ეს ორგანოები დაექვემდებარება მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელს - მაშინ, როცა აქამდე "კაგებე" ექვემდებარებოდა ასევე ბელარუსის მთავრობას და უშიშროების საბჭოს.
გარდა ამის, ლუკაშენკამ სახელმწიფო უშიშროების ინსტიტუტს სახელი გადაარქვა და მას სახელმწიფო უშიშროების აკადემია უწოდა.
ბელარუსის "კაგებე" ბელარუსის საბჭოთა რესპუბლიკის "კაგებეს" შთამომავალია. 1991 წელს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ხელი მოეწერა ბრძანებას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შექმნის შესახებ. კომიტეტი მაშინ ექვემდებარებოდა რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
ბელარუსის "კაგებეს", როგორც რეპრესიული უწყების მოქმედებების შესახებ არსებობს ბევრი მტკიცებულება - მათ შორის უკანონო დაპატიმრებებზე, წამებაზე და ოპოზიციონერი აქტივისტების უკვალოდ გაქრობაზე.