Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2022 წლის ნობელის ლაურეატი – ანი ერნო


რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ გთავაზობთ გადაცემას რუბრიკის გარეშე წლევანდელი წლის მთავარ ლიტერატურულ მოვლენაზე, ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებით, წლევანდელი პრემია გადაეცემა ფრანგ მწერალ ქალს, ანი ერნოს (ერნო პირველი ქმრის გვარია, ქალიშვილობის გვარია დიუშენი). ერნო საფრანგეთში კარგად ცნობილი მწერალია, რომელსაც მრავალი პრესტიჟული პრემია აუღია, მათ შორის რენოდოს პრემიაც. სხვათა შორის, სულ ახლახან იგი ბუკერის პრემიის შორთ ლისტშიც მოხვდა. ერნოს რომანები, უკლებლივ ყველა, ავტობიოგრაფიულია, იგი ხან თავის ახალგაზრდობასა და აკრძალულ აბორტზე წერს, ხან დედასა და ალცჰაიმერის დაავადებაზე, ხან მკერდის კიბოზე, ხანაც თავისი ოჯახის პროლეტარულ წარმომავლობასა და ბურჟუაზიულ პრაქტიკაზე… რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რამდენიმე გამომცემლობას უკვე ჩაშვებული აქვს ერნოს წიგნები, ასე რომ, ქართველი მკითხველი მალე გაეცნობა უკანასკნელ ნობელიანტს.

XS
SM
MD
LG