Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოლექსანდრ კორნიენკო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოლექსანდრ კორნიენკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ოლექსანდრ კორნიენკოს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ვებსაიტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

შეხვედრა გაიმართა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

XS
SM
MD
LG