Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა


თურქეთი, ბარტინის პროვინცია
თურქეთი, ბარტინის პროვინცია

თურქეთის ჩრდილოეთით, ბარტინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი ამ დრომდე მიწის ქვეშ არის მოყოლილი.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჩას თქმით, გადარჩენილი 11 ადამიანი სამკურნალოდ არის გადაყვანილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე მოხდა. სახიფათო ზონაში, 300-350 მეტრის სიღრმეზე 49 ადამიანი მუშაობდა. აფეთქების მიზეზი უცნობია, საქმეს ადგილობრივი პროკურატურა იძიებს.

აფეთქება ბარტინის პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში პარასკევს მოხდა. ამ დროს მაღაროში 110 ადამიანი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG