Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენ გვინდა, რომ გვაფასებდნენ", - ემომალი რახმონმა ვლადიმირ პუტინი ტაჯიკეთისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა


რუსეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ემომალი რახმონი
რუსეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ემომალი რახმონი

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა რუსეთის ლიდერს მიმართა, რომ არ გაატაროს ცენტრალური აზიისა და ტაჯიკეთის მიმართ იგივე პოლიტიკა, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო. ამის შესახებ ტაჯიკეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ილაპარაკა ასტანაში "ცენტრალური აზია-რუსეთის" სამიტის მიმდინარეობის დროს, როდესაც დარბაზში ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის სახელმწიფოთა მეთაურები და მედია იმყოფებოდა.

"ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენც გვაფასებდნენ. ჩვენც გვინდა, რომ ჩვენც აფრიკისა და სხვა ქვეყნების მსგავსად გვეკიდებოდნენ. ჩვენ ვიყავით მოწმენი საბჭოთა კავშირის დაშლისა. ისევე როგორც დღეს, მაშინაც არ იყო ყურადღება მცირე რესპუბლიკების მცირერიცხოვანი ხალხების მიმართ. არ ითვალისწინებდნენ ტრადიციებს და ჩვეულებებს. არ უწევდნენ დახმარებას განვითარებაში. თქვენ გუშინ ილაპარაკეთ რუსეთის ფედერაციაში მყოფ 2 მილიონ ტაჯიკ მიგრანტზე. მაგრამ მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ტაჯიკეთიდან რუსეთში 2 მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე მიდის არა მხოლოდ საშოვარზე, არამედ ისინი სწავლის მისაღებად და სამკურნალოდაც მიდიან. ისინი არ მიდიან ირანსა და საუდის არაბეთში", - აღნიშნა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, რომელმაც პუტინს ისიც შეახსენა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ფონზე რუსეთიდან ტაჯიკეთში რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა.

"ცენტრალური აზია-რუსეთის" სამიტზე ტაჯიკეთის პრეზიდენტის ეს გამოსვლა არის ვლადიმერ პუტინის მიმართ ემომალი რახმონის მიერ გამოთქმული პირველი საჯარო კრიტიკა.

მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ირიბად გააკრიტიკა პუტინის ქმედებები: მან უარი თქვა დაეჭირა მხარი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, უარი თქვა რუსეთის სახელმწიფო ჯილდოზე ბრძანებაზე და პირობა დადო, რომ არ მოხდება მობილიზაციის შედეგად გამოქცეული მოქალაქეების ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში.

XS
SM
MD
LG