Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოების მომხრეა: 27,30,36 სახელმწიფოსგან შემდგარ კავშირს მეტი გავლენა ექნება მსოფლიოში


გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ევროკავშირის რეფორმირებისა და მისი შემდგომი გაფართოების მომხრეა.

"ევროკავშირს, რომელშიც შედის 27,30, 56 სახელმწიფო და ასევე 500 მილიონი თავისუფალი და თანასწორუფლებიანია მოქალაქე, ძალუძს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი გავლენა მსოფლიოში. მე ერთგული ვარ ევროკავშირის გაფართოებისა. ევროკავშირის შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით - ეს ყველასთვის გამარჯვებაა", -გერმანულ გამოცემა Tagesschau-ს და სხვა საინფორმაციო საშუალებების თანახმად, გერმანიის კანცლერმა ეს განაცხადა ევროპელი სოციალ-დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

დღესდღეობით ევროკავშირი 27 წევრისგან შედგება.

ამავე დროს, გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და, წევრობვის პერსპექტივის მქონე, საქართველო, უნდა აკმაყოფილებდნენ გაწევრიანების კრიტერიუმებს.

ოლაფ შოლცი მხარს უჭერს ევროკავშირის რეფორმირებას, კერძოდ ემხრობა ერთსულოვნების პრინციპის ეტაპობრივ გაუქმებას საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, როგორიცაა საგადასახადო პოლიტიკა. გერმანიის კანცლერის თანახმად გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა კონსენსუსით, არამედ ხმათა უმრავლესობით.

გერმანიის კანცლერი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტ დახმარებას დაჰპირდა.

XS
SM
MD
LG