Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

#DefendingUkraine - თბილისში უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა


უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია თბილისში.16 ოქტომბერი
უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილი აქცია თბილისში.16 ოქტომბერი

უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილ აქციაზე შეიკრიბნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები დღეს, 16 ოქტომბერს.

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე უკრაინის დროშა გაშალეს, გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები, ასევე ხელი მოაწერეს და მხარდამჭერი წარწერები დატოვეს უკრაინის დროშაზე, შემდეგ ისინი თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგნენ "დაცვის წრეში", "თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს" დაცვის ნიშნად.

ზოგიერთ მათგანს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: "პუტინო, ვერ შეგვაშინებ", "შეაჩერე პუტინი".

ეს აქცია 14 ოქტომბერს მსოფლიო მასშტაბით გაიმართა, თუმცა უკრაინელმა აქტივისტებმა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისში გასამართი აქცია გადადეს.

14 ოქტომბერს უკრაინელები აღნიშნავენ ერთდროულად სამ დღესასწაულს: უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღესა და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG