Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად ცნო


არქივის ფოტო
არქივის ფოტო

18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადის სხდომაზე დეპუტატებმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია აღიარეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად და დაგმეს ჩეჩენი ხალხის გენოციდი.

ამის შესახებ უმაღლესი რადის დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიკი წერს „ტელეგრამში“.

„რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის აღიარებას რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად და ჩეჩნეთის ხალხის მიმართ გენოციდის დაგმობას“, - წერს დეპუტატი.

შესაბამის დადგენილებას მხარი დაუჭირა 287-მა დეპუტატმა.

ამგვარად, უკრაინა არ აღიარებს რუსეთის მიერ იჩქერიის ოკუპაციას და ამ ტერიტორიაზე არსებულ რეჟიმს საოკუპაციოდ მიიჩნევს.

უკრაინა ასევე მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიძიონ იჩქერიაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები, დამნაშავეებს პასუხი აგებინონ და ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარონ.

იჩქერია ჩეჩნეთის არაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც მისმა პირველმა პრეზიდენტმა, ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა 1991 წელს. 1994-1996 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის პერიოდში, რუსეთის ჯარები შეეცადნენ, იჩქერია კვლავ რუსეთის შემადგენლობაში დაებრუნებინათ, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. საბოლოდ რუსეთმა ჩეჩნეთიდან ჯარები გაიყვანა და ფაქტობრივად აღიარა რესპუბლიკის დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა. 1999 წელს დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი, რომლის შედეგადაც მეამბოხეები განადგურებულ იქნენ და ჩეჩნეთი კვლავ რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა. 2000 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია პრაქტიკულად ლიკვიდირებულ იქნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG