Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერიის შენობაში მდებარე მედიაცენტრიდან ტექნიკის მოპარვის საქმეზე ერთი კაცი დააკავეს


ქუთაისის მერია.
ქუთაისის მერია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „ცხელ კვალზე" დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება ქუთაისის მერიაში განთავსებული მედიაცენტრიდან ტექნიკის მოპარვა. შსს-ს ცნობით, მოპარული ლეპტოპი და ვიდეოკამერა ამოღებულია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სადაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაცაა განთავსებული, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იმერეთის კორესპონდენტის კუთვნილი ლეპტოპი და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ვიდეოკამერა დღეს, 18 ოქტომბერს, დილით მოიპარეს.

გამოძიების ცნობით, კაცი მედიაცენტრში ფანჯრიდან შევიდა. დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

XS
SM
MD
LG