Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 222 274 ადამიანი შემოვიდა


 გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორია. რუსეთიდან შემოსული ადამიანები
გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორია. რუსეთიდან შემოსული ადამიანები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში წინა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით (როცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა), მონაცემები 511 პროცენტით არის გაზრდილი.

2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა, გასულ წელს კი - 36 407. მონაცემები გაზრდილია პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს აზერბაიჯანიდან ჰყავდა, მეორე ადგილზე იყო რუსეთი, 163 316 ადამიანით.

რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში გაიზარდა გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" გავლით რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა. ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრმაც, თუმცა თქვა, რომ ამაში საფრთხეს ვერ ხედავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG