ნატოში გაწევრიანება შვედეთის ახლახან შექმნილი მთავრობისთვის პრიორიტეტია, ამის შესახებ 21 ოქტომბერს განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა მეზობელ ფინეთში, თავის კოლეგა რეკო ჰააავისტოსთან შეხვედრისას, იტყობინება Reuters-ი, რომელსაც მოჰყავს შვედი მინისტრის სიტყვები:
„შვედეთის ახალი მთავრობა ნატოში შესვლას ანიჭებს უმაღლეს პრიორიტეტს“, - განუცხადა ბილსტრიომმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტენსონის შეხვედრა, ამ პროცესის ნაწილია. თურქეთის მედიის ცნობით, თურქულმა მხარემ მიიღო შვედეთის შეთავაზება შეხვედრის შესახებ.
შვედეთი ისტორიულად, ფინეთის მსგავსად, ნეიტრალური ქვეყანაა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ორივე სახელმწიფომ გადაწყვიტა შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომლის კარი მათთვის ღიაა. ნატოს წევრი თურქეთი წინააღმდეგი იყო ალიანსში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებისა, თურქეთში ქურთული უმცირესობის დაჯგუფებების მიმართ ამ ქვეყნების მისთვის არასასურველი დამოკიდებულების გამო.