Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის თავდაცვის მინისტრი: ქვეყნის სამხედრო აღჭურვილობის 90 პროცენტი მოძველებულია


ანატოლი ნოსატი, მოლდოვის თავდაცვის მინისტრი
ანატოლი ნოსატი, მოლდოვის თავდაცვის მინისტრი

მოლდოვის სამხედრო აღჭურვილობის უდიდესი ნაწილი საბჭოთა დროიდან მოდის და მას სასწრაფოდ ესაჭიროება შეცვლა - უთხრა თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი ნოსატიმ რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ თანხა, რომელსაც მთავრობა თავდაცვისთვის გამოყოფს, მცირეა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ქვეყნის არასაკმარისად დაფინანსებული და აღჭურვილი არმიისთვის.

ნოსატის თქმით, მოლდოვის სამხედრო აღჭურვილობის დაახლოებით 90 პროცენტი საბჭოთა დროიდან, 1960-იანი წლებიდან მოდის და მისი მოდერნიზება უკვე შეუძლებელია. მოლდოვის შეიარაღებული ძალები შედგება 6500 პროფესიონალი სამხედროსგან, კიდევ 2000-მდე პირს ყოველწლიურად იწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

როგორც მინისტრმა რადიო თავისუფლებას უთხრა, დაახლოებით 25,5 მილიონი დოლარი, რომელსაც თავდაცვისთვის გამოყოფენ, მცირე თანხაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მოდერნიზაციის პროექტების განხორციელებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG