Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 თვეში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 საქართველოში რჩებოდა - შსს-ს სტატისტიკა 3 ოქტომბრის მდგომარეობით


საქართველო, გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორია
საქართველო, გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორია

3 ოქტომბრის მდგომაროებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი კვლავ საქართველოში რჩებოდა. მონაცემები სამინისტრომ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს მიაწოდა, მისი შეკითხის პასუხად დოკუმენტები პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ზუსტად იმავე პერიოდში, საქართველოში ოთხჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა, ვიდრე უკრაინის, სადაც ომი ამ დრომდე გრძელდება (25 779).

სტატისტიკური მონაცემები
სტატისტიკური მონაცემები

დეპუტატმა პარლამენტს წერილობით 28 სექტემბერს მიმართა, პასუხი კი 11 ოქტომბერს მიიღო.

დეპუტატის კითხვა და სამინისტროს პასუხი
დეპუტატის კითხვა და სამინისტროს პასუხი

უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი გაზრდილია, მათ შორის მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG