Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლში გარდაცვლილი ნახეს პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

დეპუტატის საცხოვრებელ სახლში გამომძიებლები მუშაობენ. ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე შსს კომენტარს არ აკეთებს.

ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო.

2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია. მას დაუმორჩილებლობის გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს სატვირთო ავტომანქანით, რომელსაც ბექა ხახუბია საკუთარი ავტომობილით შეეჯახა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პოლიციელი და მათ პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG