Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის აეროპორტი მგზავრების მიღებას ხვალიდან განაახლებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და აეროპორტი მგზავრების მიღებას 31 ოქტომბრის 01:00 საათიდან განაახლებს.

რეაბილიტაციის დროს შეაკეთეს ასფალტბეტონის საფარის დაზიანებული ადგილები, გაამაგრეს საფუძველი და ჩაატარეს 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა 10 ოქტომბრიდანაა შეჩერებული. რეისებმა, რომლებიც აქ უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოინაცვლა.

XS
SM
MD
LG