Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაჩაი-ჩერქეზეთში აღნიშნეს 1943 წელს ყარაჩაელთა შუა აზიაში მასობრივი დეპორტაციის დღე


ვაგონი, რომელიც სტალინის რეჟიმის დროს მასობრივი დეპორტაჟიისთვის გამოიყენებოდა.
ვაგონი, რომელიც სტალინის რეჟიმის დროს მასობრივი დეპორტაჟიისთვის გამოიყენებოდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, აღნიშნეს 1943 წელს სტალინის დიქტატურის დროს ყარაჩაელთა შუა აზიაში მასობრივი დეპორტაციის დღე.

2 ნოემბერს რეგიონის მეჩეთებში ლოცვებში მოიხსენიეს ყარაჩაელთა დეპორტაციისას დაღუპულები.

საბჭოთა ხელისუფლებამ 1943 წლის 2-5 ნოემბერს 70 ათასამდე ყარაჩაელი ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში გადაასახლა საქონლის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ვაგონებით. მოსკოვი მათ ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

დეპორტირებულთა დაახლოებით მეოთხედი გზაში დაიღუპა. გადარჩენილებს მხოლოდ 1957 წელს მისცეს ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნების უფლება.

XS
SM
MD
LG