Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო


საქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს, 3 ნოემბერს პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 კი წინააღმდეგი იყო.

დეოლიდაქრიზაციის შესახებ კანონის მიღება, ერთ-ერთია იმ 12 შესასრულებელ პირობათაგან, რომელიც საქართველომ მიიღო 23 ივნისს, ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი ამავე შინაარსის უკრაინული კანონის თარგმანია. ერთი განსხავებით - თუ უკრაინაში პირის ოლიგარქობის საკითხს აღმასრულებელი ხელისუფლება წყვეტს, საქართველოში ეს ორგანო პარლამენტი იქნება.

კანონი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" განსაზღვრავს, ვინ მიიჩნევა ოლიგარქად და მასში ამის განმსაზღვრელი 4 კრიტერიუმია ჩამოთვლილი.

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
  • მედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ქონა;
  • დომინანტური მდგომარეობა, მაგალითად, ბაზარზე დომინანტის როლი;
  • მდგომარეობა, როცა პირის სარგებლობაშია საარსებო მინიმუმთან შედარებით მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხა.

თუმცა პირი ოლიგარქად მაშინაც შეიძლება ჩაითვალოს, თუ ის, ამ ოთხი პირობიდან, სამს აკმაყოფილებს.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ განცხადებით კანონი ვერ შეეხება მილიარდერ ბიზნესმენს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მისნიტრს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ოლიგარქად ისეთი პიროვნებები კი შეიძლება გამოავლინოს, რაც ოპოზიციისთვის უსიამოვნო ფაქტი იქნება.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი არ იმჩნევს მკაფიო ჩანაწერს ევროკავშირის რეზოლუციაში, რომლის თანახმად, საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი ჰყავს და ის ბიძინა ივანიშვილია, ასევე არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანდა.

დეოლიგარქიზაციის გარდა, ევროკომისიის პირობებს შორის სხვა არაერთი შესასრულებელი პირობაცაა, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და ა.შ.

ივნისში კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

XS
SM
MD
LG