Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: უკრაინის სურსათით დატვირთულმა შვიდმა გემმა დატოვა შავი ზღვის ნავსადგური, კრემლს არ გადაუწყვეტია სურსათის ხელშეკრულებაში დარჩენა


შავი ზღვის ნავსადგური დატოვა უკრაინული წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთულმა7-მა გემმა 3 ნოემბერს, ერთი დღის მერე მას შემდეგ, რაც კვლავ ამოქმედდა მარცვლეულის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიზანი უკრაინის სურსათის გატანაა უცხოეთის ბაზრებზე.

Reuters-ის სააგენტოს ცნობა ეყრდნობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციას. ხომალდები დატვირთულია 290 ათასი ტონა პროდუქტით და ისინი მიემართებიან ევროპისა და აზიის ქვეყნებისკენ. სამინისტროს სხვა დეტალები არ მოჰყავს.

3 ნოემბერს კრემლმა გამოაცხადა, რომ არ აპირებს დარჩეს შავი ზღვის მარცვლეულის ხელშეკრულებაში, რომლის თანახმად, უკრაინის ნავსადგურები რუსეთის ბლოკადისგან განთავისუფლდა და გზა გაიხსნა მარცვლეულის გატანისთვის მისი მოქმედების ვადის ამოწურვის, 19 ნოემბრის შემდეგ, წერს სააგენტო.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება შეაფასოს, მუშაობს თუ არა ხელშეკრულება, სანამ გადაწყვეტდეს მასში მონაწილეობის ვადის გაგრძელებას.

უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოუწოდა გაეროს, რომელიც ხელშეკრულების შუამავალია, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დასავლეთმა შეარბილოს შეზღუდვები, რომლებიც მოსკოვის აზრით, ხელს უშლიან მისი პროდუქტის ექსპორტს, რაც ასევე ნაწილია ხელშეკრულებისა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2 ნოემბერს იტყობინებოდა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა განაახლოს მონაწილეობა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში. ინფორმაცია კრემლის კონტროლის ქვეშ მყოფმა TASS-ის სააგენტომ გაავრცელა.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გაეროს მონაწილეობით და თურქეთის დახმარებით რუსეთმა უკრაინისგან მიიღო წერილობითი გარანტიები, რომ მარცვლეულის დერეფანს სამხედრო ოპერაციებისთვის არ გამოიყენებდა. „რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისია და აახლებს შეთანხმების შესრულებას“, - წერდა უწყება.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG