Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა რამდენიმე თვეა არ გამართულა, მათ შორის არც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ბოლო სხდომა თითქმის ერთი წლის წინ, 13 დეკემბერს გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების დროს, 14 მარტს თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა.

XS
SM
MD
LG