აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ილონ მასკმა შეიძინა სოციალური ქსელი Twitter-ი, რომელიც მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს.
"ის, რაც ყველას გვაწუხებს - ილონ მასკი მიდის და ყიდულობს [Twitter-ს], რომელიც მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს. ამერიკაში რედაქტორები აღარ არსებობენ. როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვებს, თუ რა დევს სასწორზე?" - თქვა ბაიდენმა.
გუშინ, 4 ნოემბერს Twitter-მა თავისი თანამშრომლების ნახევარი გაათავისუფლა, თუმცა, მასკის მითითებით, შემცირება ნაკლებად შეეხო გუნდს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზეა პასუხისმგებელი.
მასკმა, რომელმაც ტვიტერი 2022 წელს იყიდა, 31 ოქტომბერს Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა. ის გეგმავს უახლოეს მომავალში ტვიტერის მომხმარებლებისთვის ფასიანი ექაუნთის შეთავაზებასაც.