Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის გამოკვლევა: „ქართული ოცნება" - 25%, ენმ - 12% 


"საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) გამოაქვეყნა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები. მონაცემები სხვადასხვა საკითხზე საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებას ასახავს, მათ შორის არის პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.

შეკითხვაზე, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას (თუკი ასეთი არის) მისცემ ხმას? - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 25% - „ქართული ოცნება“;
  • 12% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
  • 3% - „გახარია საქართველოსთვის“;
  • 3% - „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  • 2% - „სტრატეგია აღმაშენებელი“;
  • 2% - „დროა“;
  • 2% - „ლეიბორისტული პარტია“;
  • 2% - „ანა დოლიძე-ხალხისთვის“;
  • 2% - „გირჩი“;
  • 2% - „პატრიოტთა ალიანსი“;
  • 1% - „ლელო“;
  • 1% - „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“;
  • 11% - ბათილი ბიულეტენი;
  • 6% - არავის მივცემ ხმას;
  • 16% - არ ვიცი;
  • 7% - უარი თქვა;
  • 40% - შეკითხვას არ უპასუხა.

გამოკვლევის თანახმად, მოქალაქეების დიდ უმრავლესობას ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს, მათი რაოდენობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაზრდილია. შეკითხვას, გსურთ იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ არჩევნებში ან კმაყოფილი ხართ ამჟამინდელი არჩევანით? - მოქალაქეებმა 2022 წლის სექტემბერში ასე უპასუხეს:

  • 72% ისურვებდა ახალ პოლიტიკურ პარტიებს (მარტი - 60%);
  • 22% ამჟამინდელი არჩევანით კმაყოფილია (მარტი - 30%);
  • 7% - არ იცის (მარტი - 10%).

IRI-ის ევრაზიის უფროსი დირექტორის, სტივ ნიქსის თქმით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობა დაბალია. ქართველების 42% ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს მათ ინტერესებს და მხოლოდ 15% ენდობა პარტიებს. ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდობა უნდა იყოს.

IRI-ს დაკვეთით გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კვლევა ჩატარდა რესპონდენტებთან სახლში პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. კვლევაში მონაწილეობდა 18+ ასაკის და ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. ცდომილების ზღვარი შეადგენს +-2,5 პროცენტს. პასუხის გაცემის მაჩვენებელია 74%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG