Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა გადაწყვიტა, რომ არ აღიარებს უკრაინასა და საქართველოში გაცემულ რუსულ პასპორტებს


ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ არ აღიარებს რუსეთის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტებს, რომლებიც უკრაინასა და საქართველოშია გაცემული.

ევროპული საბჭოს 10 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის "არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ" და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქის საერთაშორისო პასპორტების მიცემაზე.

"ეს შედეგია ასევე რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებისა 2008 წელს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - წერია განცხადებაში.

გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ ევროპის პარლამენტისა და ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG