Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Forbes-ი საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სიას აქვეყნებს


Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა საქართველოს ყველაზე მსხვილშემოსავლიანი კომპანიების სიას აქვეყნებს. სია ბიზნესების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებებს ეყრდნობა და შესაძლოა, არ მოიცავდეს ისეთ მაღალშემოსავლიან კომპანიებს, რომლებიც გამჭვირვალობაზე უარს ამბობენ და ამგვარ დოკუმენტაციას არ აქვეყნებენ. სიის მიღმა არის საბანკო სექტორი და სახელმწიფო უწყებებიც. ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც სიის შესადგენად არის გამოყენებული, 2020 წლისაა.

Forbes-ის სიის პირველ ათეულში არიან კლინიკების ქსელი "ევექსი", ოქროს მომპოვებელი კომპანია "RMG", სუპერმარკეტების ქსელი "ნიკორა" და "თეგეტა მოტორსი".

XS
SM
MD
LG