Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პროფკავშირებმა მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გამართეს


ბულგარეს პრეზიდენტი რუმენ რადევი (მარჯვნივ) პროფკავშირების ლიდერებთან შეხვედრაზე
ბულგარეს პრეზიდენტი რუმენ რადევი (მარჯვნივ) პროფკავშირების ლიდერებთან შეხვედრაზე

მინიმალური ხელფასის 710 ლევიდან 850 ლევამდე გაზრდა, რაც 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა მოხდეს ქვეყნის ახალი ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, - ამას დაჟინებით ითხოვენ ბულგარეთის დამოუკიდებელი პროფკავშირებისა და შრომის კონფედერაციების ლიდერები, რომლებიც 11 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხევდნენ.

დღესვე, ორმა პროფკავშირმა სოფიის ცენტრი რამდენიმე საათით გადაკეტა მოძრაობა და ეროვნული ასამბლეის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია ჩვენი გაერთიანების, რომელიც 2,5 მილიონ ადამიანს აერთიანებს“, - განაცხადა ბულგარეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარემ, პლამენ დიმიტროვმა.

გაზაფხულზე ნატოსა და ევროკავშირის წევრი ბულგარეთი პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანაში მიმდინარე მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკის შენელების გამო. მზარდი ინფლაციისა და ძირითად პროდუქციაზე ფასების ზრდის გამო ივნისში დაემხო პროევროპული „ვაგრძელებთ ცვლილებების“ ლიდერის, პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვის მთავრობა. ოქტომბრის დასაწყისში გამართული რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტიამ „ბულგარეთის სამოქალაქო განვითარების მოძრაობამ“ (GERB).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG