Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აკრძალა ქვეყნის გარეთ დატვირთული გემების ქერჩის სრუტით გავლა

ხიდი ქერჩის სრუტეში
ხიდი ქერჩის სრუტეში

რუსეთმა აკრძალა ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დატვირთული გემების ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვაში შესვლა.

ცნობა გაავრცელა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასმა", რომელიც იმოწმებს თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ მთავარ სამმართველოს, რომელიც საზღვაო საქმეებს განაგებს.

„ოფიციალური შეტყობინების თანახმად, რომელიც მივიღეთ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ადმინისტრაციისგან, აიკრძალა რუსეთის გარეთ დატვირთული გემების გასვლა აზოვის ზღვასთან დამაკავშირებელი ქერჩის სრუტის ჩრდილოეთის მიმართულებით“, - მოჰყავს სააგენტოს უწყების განცხადება. რუსეთის ხელისუფლებას ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში არსებულ ხიდზე აფეთქება მოხდა. დაიღუპნენ აფეთქებული სატვირთო მანქანისა და ახლოს მყოფი სხვა ავტომანქანების მძღოლები. მომხდარი "ტერორისტულ აქტად" შეაფასა რუსეთმა და მის ორგანიზებაში ბრალი უკრაინის უშიშროების სამსახურს დასდო.

XS
SM
MD
LG