Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის მთავარ ქუჩაზე აფეთქება მოხდა, ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი - საავადმყოფოში


სტამბოლის ხალხმრავალ, ისთიქლალის ქუჩაზე 13 ნოემბერს მოხდა აფეთქება. დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავებულია 53.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, თქვა, რომ ეს იყო „მუხანათური თავდასხმა“ და მისი მომწყობები დაისჯებიან. ერდონმა განცხადება გააკეთა "დიდი ოცეულის" სამიტზე გამგზავრების წინ.

აფეთქების შედეგად, როგორც სტამბოლის გუბერნატორი, ალი იერლიქაია იტყობინება, ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი - საავადმყოფოში. დაშავებულთა რაოდენობა კი 53-ს აღწევს. სტამბოლის გუბერნატორმა მომხდარის შესახებ ცნობა ტვიტერით გაავრცელა. აფეთქება მოხდა ადგილობრივი დროით 16:20 საათზე.

აფეთქების მიზეზი გარკვეული არ არის.

თურქეთის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ თავიდან დროებით აკრძალა აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მედიას არ აქვს უფლება, გაავრცელოს აფეთქების ამსახველი ვიდეომასალა. უწყებამ მსგავსი აკრძალვები ადრეც დააწესა უბედური შემთხვევების, აფეთქებების და ზოგიერთი პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს აფეთქების მომენტი.

TRT-ის თანახმად, ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

ისთიქლალი სტამბოლის ფეხით მოსიარულეთა ზონაა ბეიოღლუს უბანში და ის ერთმანეთს აკავშირებს გვირაბის მოედანს და თაქსიმის მოედანს, გალათასარაის მოედნის გავლით.

ქუჩაზე უამრავი მაღაზია და რესტორანია განთავსებული. ამ ქუჩაზე 2016 წელსაც მოხდა აფეთქება, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო - 36 დაშავდა.

XS
SM
MD
LG